რეზონანსი
26.06.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები კვლავ სამედიცინო დასკვნის მოლოდინში არიან.

ალტერნატიული კომისია მუშაობის დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის უკვე სრულად არის შესწავლილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დოკუმენტაცია და ჩატარებულია კვლევები. დიდი ალბათობით, საბოლოო დოკუმენტი მომდევნო კვირას გამოქვეყნდება.

მანამდე კი მკურნალობის კურსის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი თავს ისევ სუსტად გრძნობს. ამ დრომდე ვერ ხერხდება 50-დღიანი საპროტესტო შიმშილობისა და შემდგომი არასწორი მკურნალობის შედეგების გამოსწორება. ოჯახის წევრები გამოსავალს კვლავ მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ ევროპის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანაში ხედავენ. სწორედ ეს საკითხი განიხილა გიული ალასანიამ მაღალი დონის შეხვედრებზე ბრიუსელში.

"სისუსტე აქვს აშკარად, როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა. ძველებურად არის თითქოს ჯანმრთელობის მხრივ. ბრიუსელის ამბები მოვუყევი. ძალიან გადატვირთული რამდენიმე დღე გვქონდა. იქ არის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ საქართველოზე და ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენზე უკეთ იციან ჩვენი ვითარება. როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ, ეს არის სახელი... დაიწერება რაღაც ობიექტური შედეგი, რაც მივიღეთ ამ მკურნალობის და ყველაფრის შედეგად", - თქვა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×