რეზონანსი
26.06.2022

კიევზე დღეს დილით განხორციელებული რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაღუპული მამაკაცის მეუღლე მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს. გერაშჩენკოს თქმით, ის 36 წლისაა და რუსეთის მოქალაქეა.

მანამდე კი მაშველებმა 8 წლის ბავშვი სახლიდან გამოიყვანეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სხვადასხვა ცნობები ვრცელდება რუსეთის მხრიდან კიევის მიმართულებით გაშვებული რაკეტების ოდენობასთან დაკავშირებით. უკრაინელი დეპუტატის ლესია ვასილენკოს განცხადებით, აგრესორებმა სულ მცირე რვა რაკეტა გაისროლეს. უკრაინის რადას კიდევ ერთი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით კი, წინასწარი მონაცემებით, კიევის რეგიონისა და კიევის წინააღმდეგ 14 რაკეტა იქნა გაშვებული.

აღნიშნულ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი. მისი განცხადებით, ამ დილის სარაკეტო თავდასხმა კიევის საცხოვრებელ უბნებზე სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული რუსული ესკალაცია და სიგნალი გერმანიაში დღეს მიმდინარე „დიდი შვიდეულის" შეხვედრისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×