რეზონანსი
26.06.2022

გერმანიაში „დიდი შვიდეულის" სამიტზე შეხვედრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, რათა მას ომსა და ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში დაეხმარონ.

"ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი კონფლიქტის მიმდინარეობისთვის და არის შესაძლებლობა, რომ ომში მოვლენათა სვლა მთლიანად შეიცვალოს", - განაცხადა „დაუნინგ სტრიტის" პრესსპიკერმა.

პრეზიდენტმა მაკრონმა შეაქო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინისადმი მიდინარე სამხედრო მხარდაჭერა და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ ეს სამუშაო.

ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი მცდელობა ახლა მხოლოდ გრძელვადიან არასტაბილურობას გამოიწვევს და პუტინს მისცემს უფლებას, რომ სამუდამოდ მანიპულირება მოახდინოს როგორც სუვერენული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ბაზრების.

გარდა ამისა, ლიდერები შეთანხმდნენ გააგრძელონ და გააღრმავონ მჭიდრო მუშაობა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×