რეზონანსი
26.06.2022

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა G7-ის სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.

უკანასკნელ სამიტზე შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ. ასევე, მზად ვართ, კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს მივანიჭოთ, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის.

„დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან, რუსეთის ომის მანქანისთვის ჟანგბადის მიწოდებაზე ერთიან მიზნებს ვიზიარებთ, ასევე უნდა ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ეკონომიკაზე. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იდგება, - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბავარიაში, G7-ის სამიტის დაწყებამდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×