რეზონანსი
26.06.2022

ალექსანდრე რაქვიაშვილმა უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება შეაფასა. „გირჩის" წევრის თმით, სტატუსის მიღება ქვეყნის ავტომატურად გამდიდრებას არ ნიშნავს.

„თურქეთს 30 წელია აქვს კანდიდატის სტატუსი და ამის მიუხედავად, ვერ გახდა ევროკავშირის წევრი, ამიტომ სტატუსის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს არც გამდიდრებას, არც გაბრწყინებას. ეს უფრო იყო ჩვენი, უკრაინის, მოლდოვის და შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური პოზიციის შეფასება. საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდება ქვეყანა ჩვენზეა დამოკიდებული და არა სტატუსებზე და ზოგად გადაწყვეტილებებზე", - მიიჩნევს რაქვიაშვილი.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს, რადგან შესაძლოა ეს ქვეყნები სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×