რეზონანსი
26.06.2022

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის" აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად არ აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, კომიტეტის წევრები აღიარებენ, რომ ამ აფეთქებას ბევრი უჩვეულო დეტალი ახასიათებს, მათ შორის ვირუსის იმ ქვეყნებში გავრცელება, სადაც ის ადრე არ დაფიქსირებულა და ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა ახალგაზრდა კაცებს შორის, ვისაც სექსუალური კავშირები სხვა კაცებთან აქვთ.

კომიტეტმა სიტუაციის განვითარების ის შესაძლო სცენარებიც დაადგინა, რომელთა დროსაც მათი დასკვნა გადაიხედება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, თუ შემთხვევების რაოდენობა სექს-მუშაკებს შორის გაიზრდება, თუ ახალ ქვეყნებში ვირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება, ან ვირუსის გენომი შეიცვლება.

ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის" აფეთქების შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×