რეზონანსი
26.06.2022

გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენ ერთიანი ვართ იმის შეფასებაში, რაც ეხება უკრაინას, იმ საკითხზე, რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო - გერმანია და აშშ ყოველთვის იმოქმედებენ ერთად უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება შემდეგაც - მჭიდრო თანამშრომლობით და კოორდინაციით", - განაცხადა ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის" ფარგლებში ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრაზე.

შოლცის თქმით, „დიდი შვიდეულის" ქვეყნები, ისევე როგორც ნატო და ევროკავშირი თავიდანვე ერთად მოქმედებდნენ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, პუტინი არ ელოდა, რომ უკრაინის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა მისი მუდმივი თავის ტკივილი გახდებოდა, ისევე როგორც, უკრაინელების გამბედაობა და გამძლეობა თვიანთი სახელმწიფოს და დემოკრატიის დაცვაში", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე, ოლაფ შოლცმა დაგმო კიევზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა და განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის" ქვეყნები დგანან უკრაინის მხარეს მის ბრძოლაში სუვერენიტეტის, დემოკრატიის და საკუთარი გზის განსაზღვრის დასაცავად.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ფართო აზრთა გაცვლა.

„აუცილებელია მუშაობა უსაფრთხოების სფეროში მშვიდობის არქიტექტურის შესაქმნელად, რომელიც იქნება მშვიდობის გარანტი და არ იქნება მუქარის შემცველი, სარისკო. ჩვენ გვაერთიანებს შეხედულებები მსოფლიოზე, დემოკრატიისადმი და კანონის უზენაესობისადმი რწმენა", - განაცხადა შოლცმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×