რეზონანსი
26.06.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა რუსეთის მიერ კიევის წინაღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას უნდა უპასუხონ და მის წინააღმდეგ უფრო აგრესიული სანქციები უნდა დააწესონ.

„„დიდი შვიდეულის" სამიტმა კიევის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებს უნდა უპასუხოს. სანქციები უფრო აგრესიული უნდა იყოს. ოქროს იმპორტზე ემბარგო კარგია, მაგრამ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოა საჭირო", - წერს ერმაკი „ტვიტერზე".

მისივე თქმით, უკრაინას მტრის დასამარცხებლად მძიმე იარაღი სჭირდება.

„რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება აბსოლუტურად აუცილებელია. უკრაინისთვის მძიმე იარაღი არის საშუალება, რომ დაამარცხოს მტერი, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის", - აცხადებს ერმაკი.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, კიევზე დღეს დილით რუსეთი მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×