რეზონანსი
26.06.2022

რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ ჩაიდინეს ომის დანაშაულები - სარაკეტო დარტყმები განახორციელეს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რითაც დღეს დილით კიევზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

„ამ თავდასხმების მზაკვრულ ხასიათს ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ისინი ხორციელდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმიდან, ბელარუსის ტერიტორიიდან ან კასპიისა და შავი ზღვების წყლებიდან,“- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ეს არის სტრატეგიული გამოწვევა მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და ამ გამოწვევაზე სწრაფი პასუხი უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან

„პირველი ნაწილი სანქციების გამკაცრებაა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება და შენარჩუნება, რომელიც შეიცავს ნატოს ქვეყნების მიერ მიწოდებულ ბევრ კომპონენტს. მეორე ნაწილი არის უკრაინაში ეფექტური საჰაერო/სარაკეტო თავდაცვის სისტემების სწრაფი განლაგება. ეს არის დამატებითი 500 - 1000 კმ-იანი უსაფრთხოება ყოველი ევროპული ქალაქისთვის. ეს არის ძალიან მკაფიო და ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც ნატოს სტრატეგიაში უნდა იქნას გათვალისწინებული,“- განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ურთიერთობების განახლების შესახებ დიალოგის პირობა ტერორისტული სახელმწიფოს სულ მცირე ევროპული ნაწილის დემილიტარიზაცია უნდა გახდეს.

„გრძელვადიანი პასუხი ასეთივე აშკარაა. ტერორისტული სახელმწიფოს სულ მცირე ევროპული ნაწილის დემილიტარიზაცია უნდა გახდეს რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ურთიერთობების განახლების შესახებ დიალოგის პირობა. ამ დემილიტარიზაციის სიღრმე და პარამეტრები კა სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ,“- აღნიშნა რეზნიკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×