რეზონანსი
26.06.2022

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, დასავლეთ ევროპა და ზოგადად, დასავლეთი ფიქრობდა, რომ ჩვენ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს საფრთხე არ გვემუქრებოდა და ხალხი არ დაგვეღუპებოდა. არადა, სანამ უკრაინაში რუსეთი შეიჭრებოდა, ევროპაში პირველი მსხვერპლი სახელმწიფო სწორედ საქართველო იყო, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა იანის კაზოცინშმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს უსაფრთხოების გაძლიერების ზომებზე.

„სამწუხაროდ, 2008 წელი დასავლეთისთვის არ აღმოჩნდა გამოფხიზლების ზარი, ლატვიელებმა კი ეს საფრთხე მაშინვე ვიგრძენით. 2014 წელსაც, თითქოს ცივილურმა მსოფლიომ უფრო სერიოზულად აღიქვა რუსეთის პირველი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ მაინც არ სჯეროდათ, რომ ის ისეთ ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდებოდა, რა ფაქტის წინაშეც დღეს აღმოვჩნდით. 24 თებერვალს კი მოულოდნელად ილუზიები დაიმსხვრა და ყველა მიხვდა, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც მზადაა ნებისმიერ საერთაშორისო სამართალს ომით დაუპირისპირდეს და თანაც, ეს ყველაზე სასტიკი მეთოდებით გააკეთოს.

ახლა კი, ნამდვილად უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი და უფრო სერიოზულად დავფიქრდეთ, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ჩვენ, ბალტიის ქვეყნებს რისკების ჯანსაღი გაანალიზება გვჭირდება. 2004 წელს, როდესაც ნატოს წევრები გავხდით, ვფიქრობდით, რომ ეს რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი იქნებოდა, საქართველომ პირველმა გვაჩვენა, რომ მეტი ყურადღებაა საჭირო. მარტივ სტატისტიკას გეტყვით. ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან და ბელორუსთან, ასევე, კალინინგრადთან აქვს 1635 კილომეტრიანი საზღვარი. ჩვენი ნატო-სთან საზღვარი კი 104 კილომეტრია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, - მიიჩნევს კაზოცინში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×