რეზონანსი
27.06.2022

ევროკავშირი უკრაინას 12 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო, დამცავ და სპეციალიზებულ აღჭურვილობებს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, აღნიშნული დახმარება განკუთვნილი იქნება ისეთი რისკებისთვის, როგორიცაა ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული (CBRN) საფრთხეები.

"რადგან უკრაინის საავადმყოფოებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამედიცინო აღჭურვილობა, ევროკავშირი მათ გადასცემს პაციენტის დაკვირვების მონიტორებს, საინფუზიო ტუმბოებსა და ვენტილაციის აპარატებს, სამედიცინო პერსონალის დამცავ აღჭურვილობასთან ერთად, როგორიცაა, ნიღბები და ხალათები", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან, მედია იუწყება, რომ აღნიშნული დახმარება უკრაინას ევროკავშირის საგანგებო მარაგებიდან მიეწოდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×