რეზონანსი
28.06.2022

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,, დმიტრო ლუნინმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

„18 გარდაცვლილი. გულწრფელი სამძიმარი ნათესავებსა და მეგობრებს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა ლუნინმა.

გუშინ რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რომელშიც ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×