რეზონანსი
28.06.2022

ეს არის მათი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა.

ალასანიას თქმით, სურვილი აქვს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.

„ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს არის მათი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ. ამას უნდა მოჰყვეს სასამართლო პროცესი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

რამდენიმე თვე ვიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება შესაბამისი კლინიკა და შესაბამისი გამოკვლევა”,- განაცხადა ალასანიამ.

ინფორმაციისთვის, დეკლარაციაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ხელმომწერები შეშფოთებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მათი განცხადებით, სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×