რეზონანსი
28.06.2022

ამ დღეებში დიდი სიხარული მქონდა, ვესაუბრე თქვენს პრემიერ მინისტრს, რომელიც ნამყოფია ათონზე. ჩვენთან იყო სტუმრად, საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ, თან ეს მაშინ იყო, როდესაც იგი არ იყო პრემიერი, ყოფილი პრემიერი იყო, - ამის შესახებ ათონის მთის, ვათოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემ ვათოპედელმა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან ონლაინ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან გამიხარდა, კარგად დავილაპარაკეთ, ისიც ვუთხარი, რომ თქვენი საპატრიარქოსგან ღია მოსაწვევი მაქვს, რომ მოვინახულო ისევ საქართველო. მასაც ძალიან გაუხარდა ეს და თუ ღმერთმა ქნა და ჩამოვედი თქვენთან, შევხვდებით ერთმანეთს ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც.

თქვენი პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც ათონის მთა გულში დარჩა და ეს ჩვენც გვაიძულებს მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი აცნობიერებს, რომ არის მართლმადიდებლური ქვეყნის მმართველი, დიდ პატივს სცემს თავის ქვეყნის ტრადიციებს და არა მარტო სულიერ ტრადიციებს მიაგებს პატივს, არამედ უნდა, რომ, როგორც წმინდა სამების სახელით მონათლული ქრისტიანი, ამ ტრადიციას ცხოვრებისეულადაც განიცდიდეს. თუ მიგიწვდებათ ხმა ბატონ პრემიერთან, ჩვენი საუკეთესო სურვილები გადაეცით“, - განაცხადა ეფრემ ვათოპედელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×