რეზონანსი
29.06.2022

თურქეთმა დაადასტურა, რომ სამშაბათს ხელი მოაწერა სამმხრივ მემორანდუმს ფინეთთან და შვედეთთან, რომელიც მხარს უჭერს მათ ნატოში გაწევრიანებას, ნატოს სამიტზე მადრიდში, ესპანეთი. თუმცა პროცესი არ იყო დაბრკოლებების გარეშე. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ ის არ უყურებს ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას „დადებითად“ და ადანაშაულებს მათ ქურთული „ტერორისტული ორგანიზაციებთან" თანამშრომლობაში.

პირობები, რომელთა სანაცვლოდაც მიიღო თანხმობა შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისგან: 

- თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ჰელსინკისა და სტოკჰოლმის შეთანხმებაა, რომ არ დაუჭერენ მხარს ქურთი ხალხის დაცვის ქვედანაყოფებს, რომლებიც ცნობილია როგორც YPG, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

- თურქეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთმა და შვედეთმა ასევე დაადასტურეს, რომ სეპარატისტული მებრძოლი ქურთისტანის მუშათა პარტია არის "აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია" და იღებენ ვალდებულებას, "აღკვეთონ ქურთისტანის ქმედებები", ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაცია და მათი გაფართოებები. 

- თურქეთმა დაამატა, რომ სამი ქვეყანა შეთანხმდნენ, რომ იარაღის ეროვნული ემბარგო არ იმოქმედებს. 

- თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ვალდებულნი არიან შექმნან დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების მექანიზმი კონტრტერორისტული ოპერაციების გასაფართოებლად და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.

- ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი „დაჩქარებულად და საფუძვლიანად“ განიხილავენ თურქეთის მოთხოვნას ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციაზე. 

- ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ გამოიძიონ და აკრძალონ ქურთისტანის მუშათა პარტიის ნებისმიერი დაფინანსება და რეკრუტირება, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ.

თურქეთის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, ის ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის გრძელვადიან მხარდაჭერას და თანახმაა მხარი დაუჭიროს 2022 წლის მადრიდის სამიტზე ფინეთისა და შვედეთის მოწვევას, გახდნენ ნატოს წევრები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×