რეზონანსი
29.06.2022

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილს და სოზარ სუბარს, მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე, მეტი განმარტებაა საჭირო. ამის შესახებ ვოლსკიმ დეპუტატების პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც წარმოშვა სახალხო პარტიის მიერ ნაკარნახევი რეზოლუციის შინაარსმა, ამ თემასთან რა კავშირი აქვს, ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა არ გვქონია. ჩვენ კოლეგებს, მიაჩნიათ, რომ ამ თემაზე უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ და შინაარსი, მიზეზები უფრო აშკარად უნდა განვმარტოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სოზარ სუბარმა, მიხელ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×