რეზონანსი
29.06.2022

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები მშვიდობას ვერ მოიტანს.

"აბსოლუტურად აუცილებელია, რომ უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ეს არის ერთადერთი გზა, რომ მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას ევროპაში", - აღნიშნა ტრასმა ნატო-ს პანელზე საუბრისას.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგ უნდა დაიწყოს.

„არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს მოლაპარაკებების გარკვეული შესაძლებლობა ახლა, სანამ რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს ცრუ მშვიდობას და გამოიწვევს აგრესიას მომავალში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულიდან გაკვეთილები, მაგალითად, მინსკის პროტოკოლის მარცხი, იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. ასე რომ, ჩემი ძალიან ძლიერი მესიჯი არის ის, რომ რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი მოველაპარაკოთ,"- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×