რეზონანსი
29.06.2022

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსური დახმარება არის საქართველოსთვის აღმოჩენილი კიბერმხარდაჭერის მორიგი ფაზა, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია - გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.

დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ", - განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტზე.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადების თანახმად, რუსეთი დიდი ხანია იყენებს საქართველოს, როგორც მისი კიბერშესაძლებლობების საცდელ ადგილს. ეს დაიწყო 2008 წელს, როდესაც მსოფლიოში პირველი კოორდინირებული კიბერშეტევები გამოიყენეს ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის დასაზიანებლად, ხოლო რუსეთმა განახორციელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ანექსია.

განცხადების მიხედვით, უკრაინამ და საქართველომ განიცადეს რუსული სამხედრო აგრესიის საშინელი შედეგები - როგორც უშუალოდ მათ ტერიტორიებზე, ისე ირიბად კიბერ და სხვა თავდასხმების საშუალებით - ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი 2018 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან, უწევს ტრენინგს და მხარდაჭერას ქვეყნის კიბერშესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×