რეზონანსი
29.06.2022

რუსული შეჭრისგან უკრაინის დაცვა თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეს არის ომი ევროპაში პირობების კარნახის უფლებისთვის - იმისთვის, თუ როგორი იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი", - აღნიშნა ზელენსკიმ მადრიდში ნატო-ს სამიტზე ვირტუალური მიმართვისას.

უკრაინის პირველმა პირმა მეტი იარაღი, ფინანსური დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში კვლავ შეუძლია ჰქონდეს ალიანსის მხარდაჭერისა და დახმარების იმედი, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×