რეზონანსი
29.06.2022

რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უშუალო საფრთხეა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ ზონაში, - ნათქვამია ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.

„რუსეთი ცდილობს იძულების, დივერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების ჩამოყალიბებას. რუსეთი იყენებს ჩვეულებრივ, კიბერ და ჰიბრიდულ საშუალებებს ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. რუსეთის რიტორიკა და დადასტურებული მზადყოფნა გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს", - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო არ ეძებს კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის ფედერაციისთვის.

„ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ყველა მოკავშირის თავდაცვას, გავაძლიერებთ ჩვენს მედეგობას და მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს მავნე ჩარევისა და აგრესიის წინააღმდეგ. რუსეთის მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე, ჩვენ ვერ მივიჩნევთ რუსეთს ჩვენს პარტნიორად. თუმცა, ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია კომუნიკაციის არხები მოსკოვთან რისკების მართვისა და შემცირებისთვის, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. [...] ჩვენს ურთიერთობაში ნებისმიერი ცვლილება დამოკიდებულია რუსეთის მიერ თავისი აგრესიულ ქცევის შეჩერებასა და საერთაშორისო სამართლის სრულად შესრულებაზე", - ნათქვამია დოკუმენტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×