რეზონანსი
29.06.2022

ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგ, ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნატო-სთან ძალიან ღია, დინამიური ურთიერთობები აქვს.

„სენატორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეცვალა მოსაზრებები და გავუზიარეთ სენატორებს ის გეგმები, რომელიც საქართველოს აქვს, ის შედეგები, რომელიც საქართველომ მიიღო რეფორმების გზაზე და ვფიქრობ, საკმაოდ შედეგიანი შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ნატო-სთან გვაქვს ძალიან ღია, ძალიან დინამიური ურთიერთობები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირთან, ნატო-სთან ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე. ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×