რეზონანსი
30.06.2022

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორც უკრაინასთან. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novosti წერს.

“რაც შეეხება შვედეთსა და ფინეთს, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, რაც, სამწუხაროდ, გვაქვს უკრაინასთან. არაფერია, რასაც შეიძლებოდა ჩვენი შეშფოთება გამოეწვია ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. უნდათ და კი ბატონო. თუმცა ძალიან მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს – ადრე საფრთხე არ იყო, ახლა კი სამხედრო კონტიგენტისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სარკისებურად და ისეთივე საფრთხე შევქმნათ ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ გვექმნება საფრთხე”, – განაცხადა პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×