რეზონანსი
30.06.2022

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის „შინ ევროპისკენ" წევრებს სტუდენტებთან 3 ივლისის აქციასა და ქვეყნის პროდასავლურობაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ.

„შინ ევროპისკენ" წევრების თქმით, შეხვედრის ფარგლებში სპეციალურ ბროშურებს არიგებდნენ და მოქალაქეებს 3 ივლისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.

მათივე განმარტებით, ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირება სტუდენტებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

„ადგილზე მოიყვანეს „ქართული ოცნების" „ზონდერები". აქვე არის ისნის გამგეობის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია. მოვიდნენ, დაიწყეს გინება, ფიზიკური დაპირისპირება. სპორტსმენი ხალხი ჰყავთ მოყვანილი და მათ აცემინეს სტუდენტები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, გადავიდა სტუდენტების ცემაზე", - აცხადებს „შინ ევროპისკენ" წარმომადგენელი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×