რეზონანსი
30.06.2022

ამე­რი­კელ მომ­ღე­რალს, R. Kelly-ის 30 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. R&B-ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ნიუ იორკში გა­ა­სა­მარ­თლეს და სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ სცნო სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის სტა­ტუ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით ქა­ლებ­სა და ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ასე­ვე ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის საქ­მე­ში. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას ის ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ო­და. სას­ჯე­ლის ზომა კი ახლა გახ­და ცნო­ბი­ლი.

მომ­ღერ­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ რო­ბერტ სილ­ვეს­ტერ კე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და სქე­მა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც აი­ძუ­ლებ­და სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს და ძა­ლა­დობ­და.

დად­გინ­და, რომ მუ­სი­კო­სი ჩარ­თუ­ლი იყო ქა­ლე­ბის ტრე­ფი­კინ­გი­სა და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის საქ­მე­ში ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა შტატ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, თუ რო­გორ მუ­შა­ობ­დნენ მუ­სი­კო­სის მე­ნე­ჯე­რე­ბი, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გა­რე­მოც­ვის სხვა წევ­რე­ბი და რო­გორ უწევ­დნენ დახ­მა­რე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში ცნო­ბილ მომ­ღე­რალს.

ერთ-ერთი მსხვერ­პლი ქა­ლის თქმით, კე­ლიმ ის გა­მო­კე­ტა, ნარ­კო­ტი­კე­ბი მი­ა­ღე­ბი­ნა და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, შემ­დეგ კი ემუქ­რე­ბო­და, რომ ამის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის ეთ­ქვა.

R Kelly პო­პუ­ლა­რუ­ლი R&B-ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა დროს არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ შორი Grammy-ს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­ცაა. მისი ერთ-ერთი ჰი­ტია I Believe I Can Fly,

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×