რეზონანსი
30.06.2022

მათი მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ აკვირდებით, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. ვადამდელ არჩევნებს რატომ არ ითხოვენ? - იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რა საჭიროა ვადამდელი, რომელიც ახლახანს იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. მათი მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. რა თქმა უნდა, ვადამდელ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×