რეზონანსი
30.06.2022

საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივების მთელი ტალღაა, სწორედ ამის შედეგია, რომ კონფლიქტები აქვთ, როცა რეგიონში ჩადიან და მოქალაქეებს ხვდებიან, საბოლოო ჯამში, ამ პოლარიზაციის პიარში თავად არიან ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, ხალხს გვერდი აუარონ, ხალხის არჩევანი უარყონ და ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ.

„ოპოზიციას სურს, დაუბრუნდეს 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას, როცა არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ. წელიწადზე მეტი გავიდა და უკვე დამტკიცდა, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო ე.წ. გაყალბებული არჩევნების ნარატივი, რომელსაც აღვივებდნენ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილი. სამივე სექტორი პირდაპირ შემქმნელები იყვნენ იმ სიყალბის, რომელსაც ე.წ. გაყალბებული არჩევნები ერქვა. კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, რომ მღელვარება გამოიწვიონ და ხალხის ნების გვერდის ავლით ხელში ძალაუფლება ჩაიგდონ. ეს მაშინ ვერ მოხერხდა, შემდეგ სხვა ტალღა იყო, ახლა სხვა ტალღას ვხედავთ, რისი მიზანია, რომ ხალხს გვერდი აუარონ, უარყონ ხალხის არჩევანი და ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, რაც არის ყველაზე ნათელი ახსნა იმ მდგომარეობის, რაშიც ვართ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×