რეზონანსი
01.07.2022

თურქეთში, საქართველო საზღვართან ახლოს, ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის  ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. წინასწარი ინფორმაციით, მათგან არავინ დაშავებულა.

ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×