რეზონანსი
01.07.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გუშინ აშშ-ის საელჩოში მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა! ერთ მხარეს - პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა.

ერთი თბილისში მამის ფულების იმედით ბავშვებს რომ ხოცავდა მაშინ მეორე, სიმწრით მოპოვებული დაფინანსებით, ევროპაში სწავლობდა და სადოქტოროს იცავდა. ზუსტად ასეთი განსხვავებაა „ნაცებსა" და „ქართულ ოცნებას" შორის.

P. S. ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ „ნაცების" კიდევ ერთი სახე, ბაჩო ახალაია, რომელიც „პოლიტპატიმრობას" ცდილობდა, სტრასბურგმა გუშინ ისევ ჯალათად დატოვა..!", - წერს რატი იონათამიშვილი.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის" დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

2022 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე - „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ" და საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×