რეზონანსი
01.07.2022

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გუშინ, აშშ-ის საელჩოში მიღებაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ვიცე-პრემიერის თქმით, მმართველი გუნდის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა საზოგადოების გაღიზიანებას და ამით ხელის მოთბობას ცდილობს.

„ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, იმისთვის რომ საზოგადოება კიდევ მეტად დახლიჩოს, კიდევ მეტად გააღიზიანოს, დააპირისპიროს ერთმანეთთან სხვადასხვა ჯგუფები, იქნება ეს სოფლად, ქალაქად, უნივერსიტეტში თუ ამერიკის საელჩოს მიღებაზე და ამით მოითბოს ხელი", - აცხადებს წულუკიანი.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის" დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×