რეზონანსი
01.07.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ უნდა დასჭირდეს წლები ან ათწლეულები.

„ეს გზა სწრაფად უნდა გავიაროთ", - აღნისნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ოდესაზე თავდასხმა ევროკავშირში გაწევრიანების აქტუალურობას აძლიერებს.

„მოვუწოდებ ყველას, ვინც სამთავრობო თანამდებობებს იკავებს, აღიქვან თავიანთი მოვალეობები, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა, როგორც ფრონტის ხაზზე ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირში გაწევრიანების მომზადებაზე იმავე ინტენსივობითა და პასუხისმგებლობით, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის მომზადებისას", - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×