რეზონანსი
02.07.2022

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელის საქციელის გამო, როდესაც მან საქართველოს ნაკრებთან თამაშისას ქართველების მწვრთნელს უხამსი ჟესტი აჩვენა, უკრაინის საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" ინციდენტის პირველი შეფასებისას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც ვიქტორ სანიკიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა უღირსი საქციელი ჩაიდინა, ეს თავად მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ აისახება და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად უკრაინის ნაკრების მწვრთნელია.

"ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი რა თქმა უნდა, მაგრამ ყველამ, როგორც მოგება, ასევე წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი.

გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს, მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი" - ამბობს "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს ვიქტორ სანიკიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×