რეზონანსი
02.07.2022

„ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი გეგმასთან დაკავშირებით გვაქვს ბევრი კითხვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ოცნებამ" განაცხადა, რომ სურთ რაღაც ჯგუფის შექმნა, თუმცა არ უთქვამთ, რა არის ამ ჯგუფის მიზანი.

„ჩვენ ერთი მხრივ, არ შევუწყობთ ხელს იმას, რომ ფიქციური პროცესები შევაქმნევინოთ ოცნებას და ამაში მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ მეორე მხრივ, არ მივცემთ ოცნებას იმის უფლებას, რომ ოპოზიციას დააბრალოს პუნქტების ვერ შესრულება, ამიტომ ყველა პროცესში, რომლის მიზანი იქნება რეალურად ამ პუნქტების შესრულება, მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა და უნდა გაეცეს პასუხი, რა სხვაობა ჩვენ გეგმასა და „ოცნების" გეგმას შორის. ჩვენ როდესაც გამოვედით და გეგმა წარმოვადგინეთ, კონკრეტულად ვთქვით, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით უმთავრესი მიზანი უნდა იყოს გავლენის ჯგუფების აღმოფხვრა, „ოცნება" ამბობს, რომ ჩვენ რაღაც ჯგუფი შევქმენით და არ გვეუბნება, რა არის ამ ჯგუფის მიზანი, ამბობენ, რომ უნდა რაღაც კანონპროექტი შევიმუშავოთ, ანუ მიგვანიშნებენ, რომ ისევ კანონმდებლობის დეტალიზაციის გზით უნდა წავიდეთ და არ აპირებენ, რომ სასამართლოში არსებული გავლენის ჯგუფები აღმოფხვრან. ჩვენ ვეუბნებით, დღესვე შევქმნათ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, ეს უნდა ევროკავშირს და ისინი გვეუბნებიან, ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, სადაც ამაზე მსჯელობას გავმართავთ, ფუნქციების მოხილვას დავიწყებთ, ანუ ისეთ პროცესს გვთავაზობენ, რაც „ოცნების" უნდობლობის პირობებში, ვერ აღძრავს ვერანაირ ნდობას, რომ ამ ადამიანებს რეალურად ამ პუნქტების შესრულების მიზანი აქვთ. ამიტომ გვაქვს ბევრი კითხვა, თუ დავინახავთ, რომ მათი მზიანი არის რეალურად ამ პუნქტების შესრულება, რა თქმა უნდა, ნებიერ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა გუშინ წარადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×