რეზონანსი
03.07.2022

მე აქციის მოთხოვნებს არ ვუერთდები, უბრალოდ ხალხის მოთხოვნას, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, ვუერთდები, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე „შინ ევროპისკენ” აქციაზე მისულმა „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის არჩევის შესახებ მოთხოვნები „გაუგებარია“.

„რაც მოთხოვნებია დასახელებული ორგანიზატორების მიერ, ის არ მგონია სწორი, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე შეექმნა და ფაქტობრივად, გაჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. არცერთ მოთხოვნას არ ვიზიარებ, არც ღარიბაშვილის გადადგომის. თუ ვიცით, რომ ღარიბაშვილი არ არის ქვეყნის რეალური მმართველი, მის გადადგომას არანაირი შინაარსი არ გააჩნია, ღარიბაშვილამდეც პრემიერ-მინისტრები ბევრი გამოვიცვალეთ, ღარიბაშვილიც კი იყო ადრე, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა. შესაბამისად, ეს არ შეიძლება სწორი გზა იყოს ისევე, როგორც ტექნიკური მთავრობის რაღაც იდეა, რომელიც გაუგებარია იმიტომ, რომ ასეთ ხალხს, როგორსაც ახლა გვთავაზობენ, ვეძებთ 30 წელია და ვერ ვიპოვეთ და ახლა როგორ შეიძლება ორგანიზატორებს ჰქონდეთ ამაზე პასუხი? მგონია, რომ მოთხოვნა უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ბუნებრივი ბარიერის მიღება, რაც იყო თავის დროზე და მასთან ერთად ახალი არჩევნების ჩატარება, სხვა არსებულ კრიზის ვერაფერი განმუხტავს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×