რეზონანსი
05.07.2022

იგნაციო კასისი მსგავსი გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების დაცვა ფუნდამენტურია ლიბერალურ დემოკრატიაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აქტივების კონფისკაცია შექმნის სახიფათო პრეცედენტს და საჭიროებს კონკრეტულ იურიდიულ დასაბუთებას.

შვეიცარია ეწინააღმდეგება უკრაინის გეგმას, რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევის შესახებ. „გარდიანის" ცნობით, შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნაციო კასისმა ამის შესახებ ლუგანოში, უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.

„საკუთრების უფლება, არის ფუნდამენტური უფლება, ადამიანის უფლება", - განაცხადა კასისმა ლუგანოში და აღნიშნა, რომ ასეთი უფლებები შეიძლება, დარღვეულ იქნას, როგორც პანდემიის დროს, მაგრამ იქამდე, ვიდრე ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოქალაქეები დაცულნი არიან სახელმწიფოს ძალაუფლებისგან. სწორედ ამას ვუწოდებთ ლიბერალურ დემოკრატიებს", - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

კასისმა აღნიშნა, რომ კანონი აქტივების გაყინვის საშუალებას იძლევა, რათა დაზუსტდეს მათი საკუთრება და დადასტურდეს მათი კავშირი ომთან ან სხვა დანაშაულთან, მაგრამ პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხალხის ფუნდამენტურ უფლებას, რადგან ახლა შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იდეალურია უკრაინის სიტუაციისთვის, მაგრამ ჩვენ შევქმნით შესაძლებლობას, რომ იგივე გადაწყვეტილებები მივიღოთ სხვა სიტუაციებში და სახელმწიფოს ანიჭებთ უფრო დიდ ძალაუფლებას, ვიდრე მოქალაქეებს", - განაცხადა კასისმა.

რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევას და უკრაინისთვის გადაცემას მხარს უჭერენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი, რომლის თქმითაც, ქვეყნის აღდგენას 750 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა დასჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×