რეზონანსი
06.07.2022

ტრაგიკულად დაღუპული მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებულმა ექიმებმა კლინიკა "იმედთან" სასამართლო დავა მოიგეს, - აღნიშნული გადაწყვეტილება ახალციხის სასამართლომ მიიღო.

ცნობილია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, რეანიმატოლოგი გიორგი აფციაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აფციაური კლინიკა „იმედისგან" სამსახურიდან გათავისუფლების გამო, კომპენსაციის სახით 114 000 ლარზე მეტს მიიღებს, რეანიმატოლოგის სამსახურის აღდგენის ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ექიმი ვიოლეტა ინასარიძე კლინიკისგან კომპენსაციას და იძულებითი განაცდურის თანხას მიიღებს. ჯამში კლინიკას მისთვის 2 400 ლარის გადახდა მოუწევს. მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა ვიოლეტა ინასარიძის სასარჩელო მოთხოვნებიდან ყველა დააკმაყოფილა, სამსახურში აღდგენის ნაწილის გარდა.

ცნობისთვის, ექთან მეგი ბაქრაძეს ახალციხეში კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×