რეზონანსი
06.07.2022

უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც სამ თვეში რუსეთმა ჩინეთსა და ინდოეთში ენერგორესურსების გაყიდვიდან 24 მილიარდი დოლარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ჩინეთსა და ინდოეთში ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების მკვეთრი ზრდა ცხადყოფს, როგორ ზღუდავს გლობალური ფასების ზრდა აშშ-ისა და ევროპის ძალისხმევას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასჯის თვალსაზრისით.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ჩინეთმა 18.9 მილიარდი დოლარი დახარჯა რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. ინდოეთმა იმავე პერიოდში 5.1 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ აღემატება. საერთო ჯამში, რუსეთმა ჩინეთიდან და ინდოეთიდან დამატებით 13 მილიარდი დოლარის შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ სიტუაცია ბაზარზე ახლო მომავალში, სავარაუდოდ, არ შეიცვლება, ვინაიდან ენერგომატარებლებზე ფასები ამ დროისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×