რეზონანსი
06.07.2022

რუსულმა აგრესიამ საქართველოში და ახლა უკრაინაში, უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის საფუძვლები. 2022 გახდა წელი, როდესაც ეუთოს რეგიონი შეარყია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურმა სამხედრო შეჭრამ. ერთხმად უნდა მოვუწოდოთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და ჩვენ იქამდე უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა მოსკოვზე, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სხდომაზე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარის თქმით, ამისთვის გაბედული და კონკრეტული გადაწყვეტილებებია საჭირო.

„გამოსავალს ვხედავთ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაში, რასაც შეუძლია ძლიერი როლი ითამაშოს, ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტირებისთვის. ცხადია, მოხარული ვართ, რომ ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა ევროპული პერსპექტივა. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელს, რომელიც ახლა ყოველწლიურ სხდომას ესწრება, რომ სრულად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროატლანტიკურ გზას. რადგან თუ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არ იქნებიან დასავლური ალიანსების წევრი, მათ რუსეთის ახალი იმპერია შთანთქავს. ეს თითოეული ჩვენგანისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და თქვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გვჭირდება", - განაცხადა სამხარაძემ.

5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×