რეზონანსი
07.07.2022

რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაბომბვის შედეგად ნემიშლიანსკის რაიონში მხედველობა-დაქვეითებული ბავშვების სკოლა-ინტერნატი განადგურდა.

მისივე ინფორმაციით, მტერმა დაბომბა ჩუგუივის, იზიუმის, ხარკოვისა და ბოგოდუჰივის რაიონებში მდებარე დასახლებებიც.

"ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის ოლქის სამოქალაქო ობიექტების, სახლების, კომერციული შენობების მიზანმიმართულ განადგურებას. დაბომბვის შედეგად დაიწვა ტყის ფართობი, მინდვრის კულტურების მოსავალი და თივის მარაგი. სოფელ კალინოვოში ოკუპანტებმა გაანადგურეს ლოკოკინების ფერმა. გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომელიც მაშველებმა ჩააქრეს", - თქვა მან.

სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ გასული დღის განმავლობაში ხარკოვსა და მის შემოგარენში რუსების თავდასხმებს ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება კონტაქტის ხაზზე. ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობს შეტევა განახორციელოს ფრონტის ზოგიერთ რაიონში. ჩვენი დამცველები უკუაგდებენ მტერს და იკავებენ მათ პოზიციებს", - თქვა ოლეგ სინეგუბოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×