აშკარაა, რომ ოპოზიცია ეძებს მხოლოდ საბაბს იმისათვის, რომ არ ხელი შეუშალოს რეკომენდაციების შესრულების პროცესს - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „საარჩევნო ბარიერის თემა საერთოდ არ უკავშირდება 12 პუნქტს, რომელიც დაადგინა ევროკავშირმა. ეს საკითხი საერთოდ არ არის და ვერც იქნებოდა ნახსენები მარტივი მიზეზის გამო. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო 2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს მხოლოდ ორ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს მოთხოვნა ვერც იქნებოდა წამოყენებული. აშკარაა, რომ ოპოზიცია ეძებს მხოლოდ საბაბს იმისათვის, რომ არ ხელი შეუშალოს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ამის უკან დგას ერთი მარტივი ინტერესი, რომ საქართველომ არც დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით „ქართული ოცნება" დაიწერს სერიოზულ პოლიტიკურ ქულებს, რა თქმა უნდა, ეს მათ არ აინტერესებთ", - განაცხადა კობახიძემ.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|