რეზონანსი
05.08.2022

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს მიმდინარე თვის განმავლობაში მეორე აუაქციონია, რომელთა ჯამითაც სებ-მა უკვე $30 მილიონი დოლარი შეისყიდა.

"2022 წლის 5 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186 შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ივლისის განმავლობაში სებ-მა Bmatch პლატფორმით $110 მილიონიც შეისყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BMG-ის გადაცემა "რედაქტორის" ეთერში ამ შესყიდვების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვები არაადეკვატურ დონეზეა, ამიტომაც სებ-ი მის ეტაპობრივად შევსებას ახდენს.

"რა თქმა უნდა რეზერვების შევსებისთვისაც მნიშვნელოვანია. დღესდღეობით სავალუტო რეზერვების დონე არ არის ადეკვატური. რაოდენობის მხრივ გეთანხმებით რომ არ არის ცუდი,"- განაცხადა გვენეტაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×