რეზონანსი
05.08.2022

5 აგვისტოს თბილისში კანის და ვენეროლოგიურ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა საკუთარი კოლეგა, დაწესებულების ხელმძღვანელი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი გიორგი გალდავა დაჭრა.

როგორც ცნობილია, გალდავა ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, ანდროლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი და სამართალმცოდნეა. აქვს მედიცინის დოქტორის და სრული პროფესორის წოდება. მისი საექიმო საქმიანობის სტაჟი 1987 წლიდან განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი 82 წლის თანამშრომელმა  დაჭრა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა კოლეგას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სროლა იყო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო ჩარევა უტარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×