რეზონანსი
05.08.2022

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ნიკოლიშვილის თქმით, საავადმყოფოს დაჭრილ დირექტორს, ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.

მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში ცეცხნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილური.

"პაციენტი, 52 წლის მამაკაცი, შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული იყო მარჯვენა მხრის ძვალი, ასევე შემავალი იყო ჭრილობა პეტროპენტიონალურ სივრცეში ღვიძლის შემხები დაზიანებით... ჩაუტარდა პაციენტს ოპერაციული ჩარევები, ქირურგიული ჩარევები.

[...]

ასევე ქირურგიული ჩარევა, ამოღებულია უცხო სხეული, ოპერაცია სრულყოფილად ემოსტაზი მიღწეულია, ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

ეს პაციენტი ჩვენი კლინიკის თანამშრომელი არ არის, სხვა კლინიკის თანამშრომელია, რაც ვიცით ეს არის დაზიანებები და ასაკი, იყო დაზიანებული მხრის ძვალი და რეტროპეტიანული სივრცე, ეს გამოწვეული იყო იყო ერთი ნასროლით თუ ორი ნასროლით, ამას ექსპერტიზა დაადგენს, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ამოღებულია ლითონის უცხო სხეული, თუ რას სახის უცხო სხეულია, ამას ექსპერტიზა დაადგენს", - ამბობს გიორგი ნიკოლიშვილი

შეგახსენებთ, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი 82 წლის თანამშრომელმა დაჭრა.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×