რეზონანსი
05.08.2022

უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სრულად უჭერს მხარს ანგარიშში გაკეთებულ დასკვნებს". ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც კალამარმა სააგენტო AFP-ს გაუგზავნა.

„დასკვნები ეფუძნება მტკიცებულებებს, რომლებიც შევაგროვეთ ფართო გამოძიებების დროს. ეს გამოძიებები ტარდებოდა მკაცრი სტანდარტების შესაბამისად და ისეთივე გულმოდგინებით, როგორც ეს Amnesty International-ის სხვა ანგარიშებს სჩვევია", - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

Amnesty International-მა თავის ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Amnesty International-ის შერჩევითი მიდგომა დაგმო და განაცხადა, რომ ორგანიზაცია ცდილობს ტერორისტული სახელმწიფოს ამნისტირებასა და აგრესორიდან მსხვერპლზე პასუხისმგებლობის გადატანას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×