რეზონანსი
05.08.2022

ექიმი, რომელმაც კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, დაკავებულია.

თუმცა მისი ვინაობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული 80 წლის ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა. რაც შეეხება მოტივს, ოფიციალური მოტივი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში გიორგი გალდავასა და თეიმურაზ ბეჟანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გაისმა სროლის ხმა და გალდავა ხელისა და მუცლის არეში დაიჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს კლინიკის თანამშრომელიც იხსენებს.

"ვმუშაობდი პირველ სართულზე და გასროლის ხმა იყოო, თქვეს თანამშრომლებმა და მერე მოგვიანებით, რომ გამოვედით, გავიგეთ, რომ ჩვენი დირექტორი დაჭრეს სამწუხაროდ. რა მოტივით დაჭრა ესე ზუსტად და ვინ დაჭრა, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. 3-ის წუთები იყო, რომ გავიგე, რომ ეს ამბავი... ჩოჩქოლი ატყდა და რომ გამოვედით... სავარაუდოდ კაბინეტში [მოხდა], მეოთხე სართულზე. კარგი, რავიცი [ურთიერთობა], ძალიან დიდ პატივს სცემდა ბატონი გიორგი და რავიცი მე, კაბინეტები და რავი, ყველაფრით ხელს უწყობდა, - ამბობს კლინიკის თანამშრომელი.

ექიმ გიორგი ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×