რეზონანსი
05.08.2022

ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და მის მეუღლესთან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისაუბრა:

"მე­გო­ბა­რი მე არ და­მი­კარ­გავს, ჩემ­თვის ის დღე­საც მე­გო­ბა­რია, თუ ჩვენ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ენა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. მისი პი­რა­დი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა იყოს და­ცუ­ლი, მისი ოჯა­ხის... 

ეკა, მისი მეუღლე, გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა დღე­საც. ჩვენ ვგავ­დით ძა­ლი­ან, მე ხომ პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ვარ, იდე­ა­ლურ სამ­ყა­როს ვე­ძებ. რა­ღაც რომ მოხ­დე­ბო­და, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, იმან მგო­ნი ფუ­ლის­კენ გა­ი­ხე­და-მეთ­ქი... მე­უბ­ნე­ბო­და, ერთი მყავს სახ­ლში პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი და ახლა შენ და­ე­მა­ტეო.

რა თქმა უნდა, მაკ­ლია ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, ბევ­რმა ეს არ იცის და ჩვენ 24 სა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით. ოჯა­ხი გაშ­ვე­ბუ­ლი მყავ­და და მათ­თან ვჭამ­დი და ვსვამ­დი. გავ­ხიზ­ნე ჩემი ოჯა­ხი, ჩემი შვი­ლი სა­შიშ ასაკ­ში იყო და საკ­მა­ოდ მწვა­ვე პრო­ცე­სი იყო და მე­ში­ნო­და მის­თვის რამე არ მო­ე­წყოთ. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო, რაც დღემ­დე არ­სად არ მით­ქვამს და არც ვა­პი­რებ. ბევ­რი ძა­ლი­ან კარ­გი მახ­სოვს მის­გან და ამის­თვის ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. გულ­წრფელს ვამ­ბობ და არა ან­გა­რე­ბით გა­კე­თე­ბულს.

რა­ღაც პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი იყო, ჩემი მხრი­დან დღემ­დე ასეა. ჩვენ რომ ვშორ­დე­ბო­დით, ბოლო სა­უ­ბა­რი ურეკ­ში გვქონ­და, სა­დაც ჩემი სა­ბო­ლოო უა­რის შემ­დეგ ის ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა და გაბ­რაზ­და. იმ დღეს არ წა­მო­ვე­დით, უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და არ მინ­დო­და ასეთ ნა­ჩხუ­ბარ ნო­ტა­ზე დავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით, დავ­რჩით. მე­ო­რე დღეს შე­ვიკ­რი­ბეთ, მე, ჩემი მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა და ეკა. მა­შინ ვუ­თხა­რი ბი­ძი­ნას, დღე­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მეც ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ მინ­და გახ­სოვ­დეს, რომ ყო­ველ­თვის შენ და შენი ოჯა­ხი ჩემ­თვის ძვირ­ფა­სე­ბი იქ­ნე­ბით-მეთ­ქი. ეს იყო ჩემი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო ფრა­ზა და­შო­რე­ბის მო­მენ­ტში", - გა­ნა­ცხა­და გა­და­ცე­მა "ლანჩთა­იმ­ში" ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×