რეზონანსი
06.08.2022

ახალი დეტალები ვენდისპანსერში მომხდარი სროლის საქმეზე. ირკვევა, რომ ექიმებს დავა ჰქონდათ, რის გამოც 80 წლის მედიკოსმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ მისი ხელმძღვანელი, გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაზარალებული გამოძიებას, ჯერჯერობით არ გამოუკითახვს. ეჭვმიტანილი დაკავებულია, დღეს სავარაუდოდ მას ბრალს წაუყენებენ.

"პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად გრძელდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა სტაბილური მდგომარეობით. აღენიშნებოდა მხრის ძვლის დაზიანება,"- აცხადებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი ნიკოლიშვილი.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×