რეზონანსი
06.08.2022

რუსეთმა უკრაინის სამხრეთში, მიკოლაივის ალყაში მოსაქცევად 25 000 სამხედროს მოუყარა თავი, მათგან 10 000 დნეპრის დასავლეთ ნაპირზე იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.

ბოლო კვირების განმავლობაში რეგიონში დონბასიდან და ყირიმიდან 9 რუსული ქვედანაყოფი გადაისროლეს, თითოეული 500-800 სამხედროსგან შედგება.

The Times-ის ინფორმაციით, ეს არის რუსეთის პასუხი უკრაინელების განცხადებებზე, თითქოს ისინი კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მიკოლაივიდან ფრონტის ხაზი 2 კილომეტრით წინ გადაწიეს. გამოცემის ცნობით, მიკოლაივის აღება რუსეთს ოდესის მიმართულებით წინსვლისთვის სჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×