რეზონანსი
06.08.2022

სრულაიდ გაუგებარი და უსაფუძვლოა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განუცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა წარადგინა კონკრეტული კანდიდატები, თუმცა არ წარადგინა მოქმედი ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები, რომლებიც ექვსი თვის წინ შერჩევის პროცესის შედეგად დამტკიცდა და მანამდეც, კიდევ ექვსი თვის წინ იმ პროცედურების მიხედვით, რომელიც კანონმდებლობაში არის გაწერილი, მოხდა მათი არჩევა.

„სრულაიდ გაუგებარი და უსაფუძვლოა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა მიიღო, თუმცა აქ აშკარაა, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, რომ იკვეთება პრეზიდენტის ჩართულობა პირდაპირი და მონაწილეობა იმ ნარატივში, რასაც ომის პარტია „ნაციონალური მოძრაობა" ატარებს, რომ მოახდინოს სახელმწიფო ინეტერსების დისკრედიტაცია. შესაბამისად, ამ პროცესიდან გამომდინარე, თუკი პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსგავსია, მმართველი გუნდიც ემიჯნება ამ პროცესს და ჩვენ კონკრეტული წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×