რეზონანსი
06.08.2022

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა კიდევ ერთხელ შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანის განცხადებით, ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება, ამიტომ ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად გამოსავალი მაინც სამშვიდობო მოლაპარაკებებშია.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. მე კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მათ შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან. გავაგრძელებთ დიალოგის განვითარებას რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას",- განაცხადა ერდოღანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×