რეზონანსი
06.08.2022

"დესტრუქციული როლის თამაშის მცდელობაა, რომ ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან და მე არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობებია, იმიტომ რომ ლოგიკურად საფუძველშივე მცდარია ამ გზით სიარული, როცა უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამის გულისთვის შეიძლება არ შეგაქოს. საერთოდ აინუნში არ ჩააგდოს ხელისუფლების მოსაზრებები, ეს ბუნებრივია არ არის სწორი. ჩემი დაკვირვებით, და ღმერთმა ქნას ეს მეშლებოდეს, პრეზიდენტი ცდილობს მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია და კეთილგანწყობა, ამ თვალსაზრისით დგამს ხოლმე ნაბიჯებს და ამ შემთხვევებშიც გადადგა, როგორც ჩანს, შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ სხვა ახსნა და არგუმენტაცია ამას ვერ ექნება", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტისთვის გადაცემულ კანდიდატების სიაში არ შეიყვანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×